იტვრითება ...

ეკოლოგიურად სუფთა გარემოსთვის 2016 წლიდან

logo
  • +995 591 70 40 10info@eco.ge
  • შ. ნუცუბიძის #129,თბილისი, საქართველო
  • ორშ - შაბ 9.00 - 19.00დაგვიკავშირდით
blog

წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობებისა და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

საწარმოო და არასაწარმო ობიექტების ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვების ტექნიკური რეგლამენტი დგინდება ჩამდინარე წყალში შესაბამისი ინგრედიენტისათვის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის განსაზღვრით და მდგომარეობს შემდეგში:

ცხრილი

მოყვანილ ცხრილში ნიშანი - *-ით აღნიშნული ინგრედიენტების ჩაშვევის პირობები არ ვრცელდება იმ წყალმოსარგებლეებზე (პროფილისა და წარმადობის მიუხედავად), რომელთა ჩამდინარე წყლები ჩაედინება ზედაპირული წყლის ობიექტში ან წყლის ობიექტის გარკვეულ მონაკვეთზე, რომელიც განსაზღვრულია როგორც დაცული ზონა, ანუ რომელიც:

ა) განკუთვნილია წყალაღებისთვის მოსახლეობის წყალმომარაგების მიზნით;

ბ) განკუთვნილია ეკონომიკურად მნიშვნელოვანი წყლის მობინადრეების სახეობების დაცვისათვის;

გ) განკუთვნილია მოსახლეობის დასვენებისათვის.