იტვრითება ...

ეკოლოგიურად სუფთა გარემოსთვის 2016 წლიდან

logo
  • +995 591 70 40 10info@eco.ge
  • შ. ნუცუბიძის #129,თბილისი, საქართველო
  • ორშ - შაბ 9.00 - 19.00დაგვიკავშირდით
blog

კომპანია Green Energy-ი კახეთში, ხაშმის ტერიტორიაზე 5 მეგავატიანი მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს

როგორც GBC -სთან კომპანიის დამფუძნებელმა დავით შვანგირაძემ განაცხადა, უკვე მიმდინარეობს პროექტირება და დაფინანსების მოძიება.საკუთარ კაპიტალთან ერთად, განიხილება პროექტში საერთაშორისო ინსტიტუტების ჩართვაც, მათ შორის, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ლუქსემბურგულ ფონდთან.

მზის ელექტროსადგურის ასაშენებლად დაახლოებით 3.5 მლნ დოლარის ინვესტიციაა საჭირო. „დავიწყეთ 5 მეგავატიანი სადგურის პროექტირება, რომელიც ჩაერთვება თავისუფალ ვაჭრობაში. საკმაოდ დიდია ინტერესი მზის სადგურებზე. ვეძებთ ინსტიტუტს, რომელიც პროექტს დააფინანსებს“, - ამბობს დავით შვანგირაძე და აღნიშნავს, რომ დაინტერესება არის, როგორც კერძო ინვესტორების, ასევე საერთაშორისო ინსტიტუტების და ქართული ბანკების მხრიდანაც, რომელთანაც პირველი შეხვედრები უკვე შედგა.

კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ განხორციელების ვადა დაფინანსებაზე დამოკიდებული. სურვილია სადგურის მშენებლობა წელსვე დასრულდეს, თუმცა რეალობის გათვალისწინებით, ფიქრობს, სადგურის ექსპლუატაციაში შეყვანა 2020 წელს მოხდება. დავით შვანგირაძე ამბობს, რომ საუბარი მზის ენერგიის სიძვირეზე აქტუალური აღარ არის. ნეტო აღრიცხვის სისტემის შემოღების შემდეგ, მზის მიკროსადგურების დამონტაჟება აქტიურად მიმდინარეობს. მათ შორის, მზის სადგური დამონტაჟებულია თელავში ბიზნესცენტრზე, თბილისში კამელიელთა კლინიკაზე (32 კილოვატი) , სასტუმროზე თბილისში (27 კილოვატი) და სხვ. განიხილება ბათუმში სამაცივრე მეურნეობასა და ქუთაისში სასაკლაოზე მზის სადგურების დამონტაჟება..

წყარო commersant.ge